Loading...

პიკო ანტირეფლუქსი 1 400გ

SKU: 0587
სტატუსი არ არის მარაგში
ბრენდიPicot
კატეგორიაადაპტირებული რძე

მოკლე აღწერა

პიკო ანტირეფლუქსი 1 - სამკურნალო-პროფილაქტიკური ნარევი დაბადებიდან 6 თვემდე გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსის დროს. 400გ

პიკო ანტირეფლუქსი 1 - სამკურნალო-პროფილაქტიკური ნარევი დაბადებიდან 6 თვემდე. 400გ
გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსის დროს სამკურნალო -პროფილაქტიკური ნარევი გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსის დროს (რეგურგიტაციის, ამოქაფების და ამოღებინება). 
კერატის გუმფისით შესქელებული ფორმულა

შეიცავს :

  • შემასქელებელს - კერატის გუმფისს
  • პრობიოტიკს - Bifidobacterium Lactis (BB12)
  • ARA/DHA - ტვინის და მხედველობის განვითარებისთვის
  • მინერალებსა და ვიტამინებს

    შემადგენლობა: ლაქტოზა (რძე), მცენარეული ცხიმები (მაღალოლეინური მზესუმზირა, რაფსი, პალმა, ქოქოსი, მზესუმზირა), ცხიმმოხდილი რძე, მალტოდექსტრინი, ხსნადი რძის ცილები, შემასქელებელი(კერატის გუმფისი), მინერალები(ტრიკალციუმ ფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, კალიუმის ჰიდროქსიდი, მაგნიუმის ქლორიდი, რკინის სულფატი, თუთიის სულფატი, ნატრიუმის სელენატი, კალიუმის იოდიდი, სპილენძის სულფატი, მანგანუმის სულფატი), თევზის ცხიმი( DHA-ს წყარო) (რძე, სოიო), მორტიერელა ალპინა (ARA-ს წყარო) (რძე), ემულგატორი (სოიოს ლეციტინი), ქოლინის ქლორიდი, ვიტამინები (C,E,PP,B5,A,K, B1,B12,B6, B2,D, B9,H), ინოზიტოლი, ანტიოქსიდანტები(ასკორბილის პალმიტატი, ტოკოფეროლი)(სოიო), L-ცისტეინი, L- კარნიტინი, პრობიოტიკი (bifidobacterium lactis ).

    მომზადების წესი: ბოთლში ჩაასხით ადუღებული და 40⁰C-მდე გაგრილებული წყლის რეკომენდირებული რაოდენობა (იხ. კვების ცხრილი). დაამატეთ საზ.კოვზით საჭირო რაოდენობის ფხვნილი ბავშვის ასაკის შესაბამისად. გამოიყენეთ მხოლოდ კოლოფში არსებული საზომი კოვზი. მჭიდროდ დაახურეთ ბოთლს თავსახური და შეანჯღრიეთ ფხვნილის სრულ გახსნამდე. შეამოწმეთ რძის ტემპერატურა ხელის მაჯაზე დაწვეთებით. რძის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 37⁰C -ს.

    ერთი საზომი კოვზი = 4,5 გ ფხვნილს. 100 მლ. მზა საკვები = 13,5 გ (3 საზ. კოვზი) + 90 მლ. წყალი.

    მნიშვნელოვანი მითითებები
     : ყურადღებით დაიცავით ინსტრუქცია. მოამზადეთ უშუალოდ კვების წინ. არ შეინახოთ და არ გამოიყენოთ ნარევის ნარჩენი შემდგომი კვებისათვის. გახსნილი კოლოფი შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, მაგრამ არა მაცივარში. გამოიყენეთ გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში

130 წლიანი გამოცდილებით და დედის რძით შთაგონებით, Picot-ის ლაბორატორიაში შეიქმნა  PICOT AR  -  გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსის დროს. კერატის გუმფისით შესქელებული ფორმულა

PICOT AR დამზადებულია საფრანგეთში და არ შეიცავს პალმის ზეთს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: დედის რძე ჩვილისთვის საუკეთესო და ბუნებრივი საკვებია. თუ ძუძუთი კვება ვერ ხერხდება ან არ გსურთ ბავშვის ძუძუთი კვება, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის პროფესიონალს, რომელიც თქვენი ბავშვის ინდივიდუალური კვებითი საჭიროებების გათვალისწინებით შესაბამის ჩვილის საკვებ ფორმულას შეგირჩევთ. ფორმულის შეცვლამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

* ჩვილის საკვებ ფორმულებთან დაკავშირებული მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

 

 

შეფასებები (0)

ამ პროდუქტს ჯერ არ აქვს შეფასება. დატოვე პირველი!

დატოვე შეფასება

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

43.10 ₾ 47.90 ₾
არ არის მარაგში ფავორიტებში
სწრაფი მიწოდება
100% ორიგინალი პროდუქცია
უფასო მიწოდება

უფასო მიწოდება 100 ლარის ზევით.

24/7 დახმარება

მოგვწერეთ FB მესენჯერში, ნებისმიერ დროს.

ონლაინ გადახდა

გადაიხადე ონლაინ, სწრაფად და საიმედოდ.

სწრაფი მიწოდება

სტანდარტული მიწოდება, შეკვეთიდან 2 დღეში.